პროექტი

ბინა ჭავჭავაძის გამზირზე

ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი

215 კვ.მ საცხოვრებელი ბინა თბილისში — ინტერიერის დიზაინი და სარემონტო სამუშაოები Design Avenue-სგან.

215 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ბინა ჭავჭავაძის გამზირზე. Design Avenue-მ შეასრულა როგორც ინტერიერის დიზაინის პროექტი, ისე სარემონტო სამუშაოები.

კონცეფცია

ინტერიერის ხასიათს განსაზღვრავს ნეიტრალური ფერები და გარდამავალი ტონები, რომელთაც აბალანსებს ინგლისური ჭრის მუხის პარკეტი და თითბრის ელემენტები. მისაღებსა და სამზარეულოს ზონას ერთმანეთისგან ყოფს მოძრავი კარი — სივრცე რჩება მაქსიმალურად გახსნილი, საჭიროების შემთხვევაში კი იზოლირდება. სასადილო სივრცის აქცენტია Flos-ის სანათი Overlap. სამზარეულოში ქვისა და ხის მასალების კომბინაციას ავსებს სწორხაზოვანი განათების სისტემა.

პროექტის ავტორები
მარიამ ჯოჯუა, მარიამ ნარმანია
გუნდი
მარიამ ჯოჯუა, მარიამ ნარმანია, სერგი ვართანოვი
ფოტოგრაფი
Yaroslav Lu
მისაღები ლურჯი დივნით, ღია ფერის სავარძლითა და შავი რკალისებრი იატაკის სანათით
სასადილო ზონა: ღია ფერის მაგიდა, ყავისფერი სკამები და თეთრი საკიდი სანათი
სასადილო მაგიდა ყავისფერი სკამებით; ზემოთ სანათი Flos Overlap
ღია ბეჟისფერი თარო ვაზებითა და მაგიდის სანათით; მარცხნივ სამზარეულო მოჩანს
თაროს ნაწილი სვეტის გვერდით; უკან სამზარეულო მოჩანს
სამზარეულო მოძრავი მინის კარიდან დანახული: ხის მაგიდა, შავი სკამი და რგოლისებრი სანათი
სამზარეულო თეთრი ფასადებით, ხის ზედა კარადებით, ქვის ზედაპირიანი კუნძულითა და რგოლისებრი სანათით
სამზარეულოს კუთხე: ხის ზედა კარადები, თეთრი ქვედა მოდულები და ხის ჟალუზი ფანჯარაზე
სამზარეულოს კუნძული მუქი ბაზითა და თითბრისფერი ონკანით, გვერდით მინის კარები
სამზარეულო მბზინავი თეთრი ფასადებით; სიღრმეში ხის მაგიდა და აივნის კარია
სამზარეულოს კუნძული ხის მაგიდის გაგრძელებით, ზემოთ რგოლისებრი სანათია
მაღალი მინის კარადა განათებული თაროებითა და ჭიქებით, გვერდით ჩაშენებული ტექნიკაა