ახალი ბრენდი Design Avenue-ში — Yukari Ceramics
იაპონური არქიტექტურული კერამიკა, ტაჯიმის სახელოსნოებიდან, იტალიური ხედვით.

კოლექცია Uta სააბაზანოში
Design Avenue-ს ბრენდებს ახალი სახელი შეემატა: Yukari Ceramics — ხელით დამზადებული იაპონური არქიტექტურული კერამიკა.
სახელის მნიშვნელობა
იაპონურად Yukari (縁) კავშირს ნიშნავს — ისეთს, რომელიც დროსა და მანძილს სცდება და ერთმანეთს ადამიანებს, ადგილებსა და ისტორიებს უკავშირებს. ბრენდი თავად ამბობს, რომ პირველია, ვინც ტრადიციული იაპონური არქიტექტურული კერამიკა მსოფლიოს თანამედროვე ხედვით წარუდგინა.
ტაჯიმი
კერამიკა ტაჯიმიში, გიფუს პრეფექტურაში იქმნება — ადგილას, სადაც თიხა, წყალი და ცეცხლი საუკუნეების განმავლობაში იაპონიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხელოსნურ ტრადიციას კვებავდა. ბრენდი მინო-იაკის ტრადიციასა და მინგეის ფილოსოფიას ეყრდნობა.
იტალიაში ეს ცოდნა თანამედროვე არქიტექტურისკენ მიმართულ ხედვას ხვდება. ბრენდის ფორმულირებით, არც ერთი კულტურა არ ჭარბობს მეორეს — ორივე ამ შეხვედრით იცვლება.
როგორ მზადდება
თიხას ხელით აყალიბებენ, ბუნებრივად აშრობენ, ხელითვე აჭიქურებენ და ნელ გამოწვას გადასცემენ, რომელიც 48 საათამდე გრძელდება.
ბრენდის სიტყვებით: დრო მათთვის წარმოების საზომი კი არა, მისი აუცილებელი შემადგენელია.
კოლექციები
Yukari-ს ოცდაოთხი კოლექცია აქვს, თითოეული იაპონური სახელწოდებით — მათ შორის Tsuya, Uta, Ami, Hamon, Kabe, Arashi და Umibe. ფორმები მერყეობს ვიწრო კერამიკული ზოლებიდან მოზაიკამდე, პრიალა და მქრქალი ზედაპირებიდან რელიეფურ და აუჭიქურებელ ფილებამდე.
სად ნახავთ
კოლექციების სანახავად ეწვიეთ ჩვენს შოურუმს კანდელაკის 15-ში.

