October 21, 2026

Gessi-ს ახალი სამზარეულოს ონკანები

Gessi-მ სამზარეულოს ოთხი სისტემა წარადგინა. მოკლედ, რით გამოირჩევა თითოეული.

ონკანების ექსპოზიცია Gessi Kitchen-ის სტენდზე, M.O.W.-ის გამოფენაზე

ონკანების ექსპოზიცია Gessi Kitchen-ის სტენდზე, M.O.W.-ის გამოფენაზე

სექტემბერში, გერმანიაში გამართულ ავეჯის გამოფენაზე M.O.W., Gessi-მ სამზარეულოს ხაზი Gessi Kitchen წარადგინა. ის სამზარეულოს ყოველდღიური გამოყენებისთვისაა შექმნილი.

Vita Gessi

Vita Gessi დიზაინისა და ტექნოლოგიის ერთობლიობაა — სისტემა, რომელიც სახლის საჭიროებებს ერგება. წელს Vita Gessi Caffè-ს ახალი ფუნქცია, Infusion, დაემატა.

Essenza და Essenza Pull-Down

Essenza Gessi-ს პირველი „ყველაფერი ერთში" სისტემაა: წყლის რამდენიმე რეჟიმი ერთ, მარტივად სამართავ ონკანშია გაერთიანებული. ის აპრილში, მილანის დიზაინის კვირეულზე წარადგინეს. Essenza Pull-Down-ს კი გამოსაწევი მილი აქვს, რაც ნიჟარასთან მუშაობას აადვილებს.

Pelle

Pelle-ს დიზაინის წყარო იტალიური ტყავის ხელოსნობაა.

როგორ შევარჩიოთ

Gessi Design Avenue-ს ბრენდებს შორისაა. თქვენი სამზარეულოსთვის შესაფერისი სისტემის შესარჩევად მოგვინახულეთ კანდელაკის 15-ში.

სტუმრები ფოლადისფერ, სპილენძისფერ და ოქროსფერ სამზარეულოს ონკანებს ათვალიერებენ
სტუმრები Gessi-ს სტენდზე, ონკანთან; დახლზე ქაღალდის ჭიქებია
სტუმრები Gessi-ს სტენდზე ონკანების ექსპოზიციებს შორის, ოქროსფერი ლამპების ქვეშ