ვიზუალურად შთამბეჭდავი და კარგად დაგეგმილი ინტერიერი შთაგონებისა და ჰარმონიის შერწყმა!

2006 წელს თბილისში ჩამოყალიბებული სტუდია თითოეულ კლიენტს პერსონალიზირებულ და მულტიდისციპლინარულ მიდგომას სთავაზობს. ჩვენი კარგად ცნობადი იდენტურობა ექსპერიმენტებსა და მასალების ჭკვიანურად გამოყენებაზეა დაფუძნებული. „Design Avenue“-ს პროექტები მათი ემოციური და ესთეტიკური გავლენით ხასიათდება. რაც მთავარია, 3D ვიზუალიზაციის პროცესში გამოიყენება მხოლოდ ჩვენს შოურუმსა და ოფიციალური პარტნიორების ბაზაში არსებული ავეჯი და მასალები.

ვინ ვართ ჩვენ
1

ინტერიერის დიზაინი

ჩვენი დიზაინერების გუნდის წარმატება მათი შთამბეჭდავი სივრცეების შექმნისადმი სიყვარულსა და ამ სფეროში საერთაშორისო დონეზე მიღებულ გამოცდილებას ეფუძნება.

2

არქიტექტურა

ჩვენი არქიტექტორები დეტალურად სწავლობენ მომხმარებელთა მიზნებსა და საჭიროებებს, რათა მაქსიმალურად სტრატეგიული გეგმარება და უნაკლო შედეგები მიიღონ.

3

3D ვიზუალიზაცია

ჩვენი სტუდიის 3D ვიზუალიზატორები სასურველ პროექტს თქვენთვის რეალობად აქცევენ, რათა გაგიმარტივდეთ გადაწყვეტილებების მიღება.

4

პროექტის მენეჯმენტი

პროექტის მენეჯერი მთელს გუნდს აერთიანებს, რათა მათი ცოდნა, გამოცდილება და კრეატიულობა მაქსიმალურად იქნას გამოყენებული.

ჩვენი ისტორია

2006 წელს დაფუძნებიდან, „Design Avenue“ დღემდე ახერხებს დარჩეს ლიდერად სფეროში რევოლუციური ახალი პროდუქტებისა და მომსახურების მეშვეობით, რაც მომხმარებლებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის საშუალებას აძლევს.


კომპანიას რამდენიმე მიმართულება აქვს: ავეჯი, კერამიკა, სანტექნიკა, კარები, პარკეტი, სამზარეულო, განათება და ამავდროულად დიზაინ სტუდია საერთაშრისო დონის პერსონალთან ერთად. სურვილისამებრ პროექტირების გარდა, ჩვენ დამკვეთს ასევე ვთავაზობთ სარემონტო და სამშენებლო სამუაშოების შესარულებას.


ხარისხი ჩვენი წარმატების საიდუმლოა. ყველა ჩვენი პროდუქცია სანდო პარტნიორი კომპანიების მიერ არის მოწოდებული. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი ყოველთვის მზად არის დახმარების გასაწევად. აუცილებლად ეწვიეთ „Design Avenue“-ს გადაწყვეტილების მიღებამდე!

კონტაქტი

მისამართი: 0160 თბილისი, საქართველო, კანდელაკის ქ. 15
0322-680808